აშშ-ის საელჩო საქართველოში: მაიკ პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე
“აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისში იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მაიკ პომპეო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ყურადღებას გაამახვილებს.
“სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.
სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მაიკ პომპეო თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს.