კახა გოგოლაშვილი: მაიკ პომპეოს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონში

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს.

როგორც გოგოლაშვილმა “რუსთავის ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა, როდესაც მაიკ პომპეო რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოში ჩამოდის ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში.

“მე ვფიქრობ, მთავარი არა პომპეოს მიერ გამართული დიალოგია მთავრობასთან და არც ნებისმიერ სხვა ძალებთან, არამედ პირველ რიგში მესიჯი. ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ესეთ ვითარებაში როგორიც არის რეგიონში, ჩამოდის საქართველოში, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მისთვის. ეს არის ალბათ სიგნალი, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს დატოვოს რეგიონი, რაც არ უნდა იყოს მცდელობა ძალთა ბალანსის შეცვლისა და გავლენების გადანაწილებისა ზოგიერთ აქტორებს შორის, მათ შორის, პირდაპირ რომ ვთქვათ, ესენი არიან რუსეთი და შესაძლოა თურქეთი. შეერთებული შტატები აპირებს, რომ რეგიონში გააგრძელოს თავისი ყოფნა, შეინარჩუნოს თავისი გავლენები და მოახდინოს გავლენები პროცესებზე”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები