დავით ბაქრაძე: პომპეოს დღის წესრიგი უკვე გაწერილია – საქართველომ აჩვენა, რომ რეგიონში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია

„მაიკ პომპეოს დღის წესრიგი უკვე გაწერილია. ჩვენ ვიცით ის შეხვედრები, რომლებსაც გამართავს”, – ასე უპასუხა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ კითხვას, ხომ არ შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, საქართველომ უკვე აჩვენა, რომ რეგიონში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია.

„მაიკ პომპეოს დღის წესრიგი უკვე გაწერილია. ჩვენ ვიცით ის შეხვედრები, რომლებსაც ის გამართავს. გვექნება საუბარი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე. ეს მოიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობასა და დემოკრატიულ განვითარებას. ამ მიმართულებებით საქართველომ უკვე აჩვენა, რომ რეგიონში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია და მაგალითი იმისა, რომ ამერიკის მხარდაჭერამ შეიძლება მოიტანოს ქვეყნის მნიშვნელოვანი და ძლიერი განვითარება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები