“ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის მიეცეს შესაძლებლობა, გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები” – თეა წულუკიანი
დასავლეთისადმი ნიჰილიზმი არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ რჩება იმ ქართველი ხალხის არჩევანის არჩევანის ერთგული.
„ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის მიეცეს შესაძლებლობა, გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში.
დასავლეთისადმი ნიჰილიზმი არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია გაერთიანებული, ან არის პოლიტიკურ ველზე და სააკაშვილს მაინცდამაინც ლიდერად არ მიიჩნევს, შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია ან გაემიჯნონ მათ.
საინტერესო იქნება „იპიპის“ შეფასება, რომლის წევრიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები „ეფესბეს“ კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს „იპიპის“ აზრი. „ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.