თეა წულუკიანი: იუსტიციის მინისტრად არ ვბრუნდები
“არ ვბრუნდები იუსტიციის მინისტრად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არა, მე არ ვბრუნდები იუსტიციის მინისტრად. ეს ბევრჯერ ვთქვი და შემიძლია, ასჯერ ვთქვა”, – აღნიშნა წულუკიანმა.