ოპოზიციური პარტიების სამი საჩივრიდან საქალაქო სასამართლომ არცერთი დააკმაყოფილა

ოპოზიციური პარტიების სამი საჩივრიდან საქალაქო სასამართლომ არცერთი დააკმაყოფილა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საჩივრებით სასამართლოს “ევროპულმა საქართველომ”, “ერთიანმა საქართველომ” და პარტია “სამართლიანობისთვის” მიმართეს.

ხელისუფლების ოპონენტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებულ ოქმს ასაჩივრებდნენ, დავა იყო პირველ და მესამე პუნქტებზე.

ცესკო-მ ბოლო ხმაურიან სხდომაზე ოპოზიციის არცერთი სარჩელი  დააკმაყოფილა და არჩევნები შეაჯამა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები