შალვა ნათელაშვილი: რიგითი ამომრჩეველი, ვისაც საქართველო უყვარს, გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს

“რიგითი ამომრჩეველი, ვისაც საქართველო უყვარს, გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ახალ არჩევნებამდე ქვეყანას შეძრავს საპროტესტო აქციები.

„სირცხვილის კორიდორიც კარგი რამეა, რადგან იმ საარჩევნო უბანზე მიდის უამრავი, ქვეყნით მოვაჭრე-ხახვიდან დაწყებული თანამდებობის გაყიდვით დაგვირგვინებული ის ხალხი, ვინც არჩევნები გაგვიყალბა და ვინც თავისი ხმა გაყიდა. რიგითი ამომრჩეველი, ვისაც საქართველო უყვარს, გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები. ვის ასარჩევად მიდიან – ხახუბიასი, კობიაშვილის თუ სხვა ბანდიტების ბიძინასი? ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც არჩევანი კი არა, დანაშაული ჰქვია მომავლის წინაშე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები