კახა კუჭავა: მაიკ პომპეოს ვიზიტი ერთადერთ მიზანს ემსახურება, მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა

მაიკ პომპეოს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” სიის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება დღეს დაცულია და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი პერფორმანსი გააკეთოს.

„თვითონ ფაქტი – ბატონი პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდ მოვლენას წარმოადგენს. ამას ყველა აღნიშნავს, როგორც ხელისუფლება,ისე ოპოზიციის წარმომადგენელები, ამას მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება. კი, გამოხატვის თავისუფლება დღეს დაცულია და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი პერფორმანსი გააკეთოს, თუმცა ამ ადამიანის ნებისმიერი სახის დახვედრის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს მისალმება. ალბათ ეს არის მთავარი მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ყველა პროდასავლური და პროევროპული ძალა. აქედან თუ გამოვალთ, რა თქმა უნდა, მას ნებისმიერი ხელგაშლილი უნდა შეხვდეს. რაც შეეხება მოთხოვნებს რატომ ხვდებიან და რა შეიძლება იყოს მათთვის მიზეზი, ჩვენ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ. ფაქტი ერთია, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და ის, რომ ჩვენი მთავარი მიზანი – ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება საბოლოოდ კიდევ უფრო დავაახლოვით, ამ საბოლოო მიზნის მიღწევა რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები