ხაშურის ცენტრში გვიან ღამით მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ხაშურის ცენტრში ე.წ. კომენდანტის დროს ავარია მოხდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაღუპულია ორი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ავარია 15 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.