ნიდერლანდების აეროპორტში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავეს
ნიდერლანდების პოლიციამ 14 ნოემბერს შიპჰოლის აეროპორტში კოვიდინფიცირებული, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამხედრო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ 32 წლის საქართველოს მოქალაქე სამშობლოდან ჩავიდა და მალტაში აპირებდა გამგზავრებას.
სატრანზიტო დარბაზის გავლის შემდეგ, მამაკაცი გადამოწმდა ავიაკომპანიის თანამშრომლების მიერ და აღმოჩნდა, რომ მას თან ჰქონდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მან კორონავირუსზე დადებითი ტესტი მიიღო.
მამაკაცი გადაიყვანეს კარანტინში და შემდეგ სამხედრო პოლიციამ დააკავა.