ნიკა მელია: ჩვენ ვითხოვთ არა ხელახალ არჩევნებს, არამედ არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერს არ ჩატარებულა

“ჩვენ ახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ, რომელიც 31 ოქტომბერს არ ჩატარებულა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ეს გამარჯვების ქალაქია.

“ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ეს გამარჯვების ქალაქია. თქვენ იცით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება თავისუფლებას მარწუხებში აგდებს. 1991 წლიდან 2004 წლამდე, თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს ჩვენ არ გვქონდა თავისუფალი ცხოვრება ამ რეგიონში, ამ ქალაქში, იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მართავდა. სამწუხაროდ, იმ რეალობას, ნაწილი შეეგუა, თუმცა გამოჩნდნენ აქტიური ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს იქამდე, სანამ ეს ადამიანი არ ჩაჯდა თვითმფრინავში და წავიდა. ახლა იგივე მდგომარეობა გვაქვს, უფრო დიდ მასშტაბში, ეროვნულ დონეზე ივანიშვილის მასშტაბში, რომელიც მარწუხებში აგდებს მთელს რესპუბლიკას. ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ, არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები