დიალოგი არ დასრულებულა, კარი ღიაა და შევთანხმდით რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ, – ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ აშშ-ს ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით მოლაპარაკებები გრძელდება და კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
„მოლაპარაკებები გრძელდება, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, მოგეხსენებათ, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დაავაახლოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი დასრულდება ჩვენ მზად ვართ ეს პროცესი განვაგრძოთ პარლამენტში.
დიალოგი არ დასრულებულა, კარი ღიაა და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, აშშ-ს ელიჩის რეზიდენციაში, მეორე დიალოგი გაიმართა.