ხათუნა გოგორიშვილი – ჩემი გაყვანის უფლება დაცვას არ აქვს, რადგან პარლამენტის წევრი ვარ და კანონიც არ დამირღვევია

ცესკოში შემაჯამებელი ოქმების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.  სიტყვიერი დაპირისპირება  „ევროპული საქართველოს“  წევრსა და  ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შორის მოხდა, რის შემდეგაც ცესკოს თავმჯდომარემ გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ოპოზიციონერი პარლამენტის წევრი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

სხდომაზე დაცვის ჩარევა გახდა საჭირო და  10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ხათუნა გოგორიშვილმა გამოსვლისას კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რაც ოქმებში ხდება არის კატასტროფა.

„თამარ ჟვანიამ კენჭი უყარა ჩემს გაძევებას, დაცვას  დაავალა ჩემი გაყვანა, მაგრამ ამის უფლება არ აქვთ, რადგან პარლამენტის წევრი ვარ და კანონიც არ დამირღვევია.

გარდა იმისა, რომ თამარ ჟვანიამ არ იცოდა არითმეტიკა გავიგეთ, რომ ახლა არც წერა-კითხვა იცის. ოქმებში რაც ხდება არის კატასტროფა,  სამგორის 97-ე,  საბურთალოს 73-ე და  დიდუბის 27-ე უბნებიმ რომელიც გაიხნა აღმოჩნდა, რომ ხმები არის გადაყრილი

წესით უნდა შეაჯამოს ოლქის ოქმებით და ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად გასაჩივრების 2 დღიანი ვადაა და დღეს შეჯამება არ შეიძლება და რომ ეთქვა, ოლქის ოქმებით აჯამებდა ნიშნავდა, რომ დღეს პროპორციულს ვერ შეაჯამებდა“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები