რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ საფეხმავლო ხიდს, შემდეგ კი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.