გიგი უგულავა – ხელისუფლებასთან დიალოგზე: ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს
“არ მგონია, ხელისუფლება იმ პირობებშია, რომ წინა პირობებს კარნახობდეს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
უგულავას თქმით, სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, „ღია კარის მტვრევას“ არავინ აპირებს.
„არ მგონია, ხელისუფლება იმ პირობებშია, რომ წინა პირობებს კარნახობდეს. მათ მოიპარეს არჩევნები. მორალური უპირატესოაბა, საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენს მხარეს არის, ამიტომ, პირობებზე საუბარი არ არის. თუ მივაღწევთ იმ შედეგს, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, შესაბამისად, „ღია კარის მტვრევას“ არავინ არ აპირებს.
ჩემი პირადი შთაბეჭდილება არის ის, რომ ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.