თემქაზე მოხუცთა თავშესაფრის 18 თანამშრომელსა და რამდენიმე მოხუცებულს კორონავირუსი დაუდასტურდათ
თემქაზე მოხუცთა თავშესაფარის 18 თანამშრომელსა და რამდენიმე მოხუცებულს კორონავირუსი დაუდგინდათ.
პანსიონატში სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ლუგარის ლაბორატორიიდან ექიმებს ელოდებიან.
თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დაინფიცირებულნი გადაყვანილები არიან შესაბამის ადგილებში, ხოლო პანსიონატში დარჩენილი მოხუცები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ცხოვრებას.
თავშესაფრის შიდა და გარე პერიმეტრი ხსნარებით მუშავდება.