ივანე მაჭავარიანი: ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს, ცხელი თოვლივით არის, არ გამოდის

“მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს შეთანხმება და ვერაფერზე შეჯერდნენ, მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში უნდა შევიდეს”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს შეთანხმება და ვერაფერზე შეჯერდნენ, მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში უნდა შევიდეს. ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს და მისი აქტუალობა, ამ პანდემიისა და კრიზის პირობებში, ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტსა და ამ სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის ბევრი რამეა დამოკიდებული, ადამიანების სიცოცხლით დაწყებული საარსებო მინიმუმით დამთავრებული. არასდროს არ ყოფილა ბიუჯეტის ლეგიტიმაცია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა. ქვეყნის დანგრევა-არდანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიურად. ჩვენც, რომ ვთქვათ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის ერთი პირობით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. ეს ხომ დიალოგი არ არის, ეს ულტიმატუმია. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს. პირობების დაყენება, იქ სადაც დავა არის და მერე მოითხოვო დიალოგი, ცხელი თოვლივით არის, არ გამოდის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები