ირაკლი კაკაბაძე: ახალი შეთანხმება ყარაბაღთან დაკავშირებით მთლიანად რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა

“ყარაბაღი ისევ რუსი სამშვიდობოების ხელში გადადის – ფაქტობრივად, აზერბაიჯანმა აღიდგინა კონტროლი ტერიტორიების დიდ ნაწილზე”, – ამის შესახებ მწერალი და პუბლიცისტი, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახალი შეთანხმება ყარაბაღთან დაკავშირებით მთლიანად რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა.

“ახალი შეთანხმება ყარაბაღთან დაკავშირებით მთლიანად რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. ყარაბაღი ისევ რუსი სამშვიდობოების ხელში გადადის – ფიქტიურად აზერბაიჯანმა აღიდგინა კონტროლი ტერიტორიების დიდ ნაწილზე. ალიევი ზეიმობს. მაგრამ რეალობაში რუსეთმა ოფიციალურად დაიბრუნა ირანთან სამხრეთის საზღვარი. თურქეთი გახარებულია რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად. ჩვენი სომეხი დებისა და ძმებისათვის ეს დიდი ტრაგედიაა, სადაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა და მე მათთან ერთად ვარ. ლამისაა მივიდე და ხაჩკართან დავდგე და ვილოცო ყველას გადასარჩენად. ეს ყველაფერი – ისევე როგორც დავით გარეჯის ამბავი – უკვე კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთის ინსპირირებული იყო. მიზანი იყო ნიკოლ ფაშინიანის დემოკრატიული და პროდასავლური მთავრობის გადმოგდება, რაც, პრაქტიკულად, ახლა ხდება. ნიკოლ ფაშინიანი თავის ქვეყნის პატრიოტია და, ჩემი აზრით, ნამდვილი ჰუმანისტი. მას ეს დივერსია მოუწყვეს – ის მზად იყო აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ, ჩრდილოეთმა და თურქეთმა სხვანაირად ისურვეს. ჩვენ ვერ შევძელით სამშვიდობო როლის თამაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკა იყოს უკიდურესად გაწონასწორებული – რადგან ყარაბაღის ხელშეკრულებამ აჩვენა რომ რუსეთმა გაიმაგრა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში”, – წერს კაკაბაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები