ბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდინფიცირებულების  შემთხვევების 5,000-იან ნიშნულამდე ზრდა შეუთავსებელი იქნება ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის

საქართველოში არ არის მარტივი სიტუაცია, ჩვენ არ ვართ მზად, რომ  დიდი რაოდენობით პაციენტებს გავუმკლავდეთ, – ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სტუმრობისას განაცხადა

ალერგოლოგის თქმით, საქართველოს რეალობისთვის ყველაზე ოპტიმალური იყო, თუ დღეში – 100, მაქსიმუმ – 200 შემთხვევა  გვექნებოდა.

„საქართველოში არ არის მარტივი სიტუაცია, ჩვენ არ ვართ მზად, რომ  დიდი რაოდენობით პაციენტებს გავუმკლავდეთ. ეს ყველა ქვეყანას უჭრის.  ეს არის დაავადება, რომელიც ერთდროულად ავადებს ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას.

საქართველოს რეალობისთვის ყველაზე ოპტიმალური იყო, თუ დღეში- 100, მაქსიმუმ -200 შემთხვევა გვექნებოდა. სამწუხაროდ, ახლა 20-ჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს და, შესაბამისად, რეაგირების დროც გაიზარდა და ჰოსპიტალიზაციაც.

მივმართავ საზოგადოებას, რომ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, დავიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც  ნამდვილად ვიცით, რომ ეპიდემიის ტრაექტორიაზე ახდენს გავლენას  – ეს არის  ნიღბის გაკეთება და სოციალური დისტანციის დაცვა. ეს იქნება იმის გარანტია, რომ   შემთხვევების რაოდენობა 5,000-იან ნიშნულამდე არ მივა, რაც  ნამდვილად შეუთავსებელი იქნება ჩვენი რესურსების მქონე ქვეტნისთვის”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები