გიორგი ვოლსკი: სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება
ვფიქრობ, სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, როგორც მცდელობა ჰქონდათ იმის, რომ როგორმე საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს „ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა იყოს“.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ის არის ლიდერი იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც შეუძლია, დაანგრიოს.
„მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვით არის შეპყრობილი და კიდევ სხვა ისეთი ჩანაფიქრები აქვს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. როცა ხიბლზე ვსაუბრობთ, მოუსმინეთ, რას ამბობს მისი და ჯო ბაიდენის ურთიერთობაზე, თურმე, ობამაც მისი დახმარებით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე. ღრუბელ-ღრუბელ და გვირაბებით სიარულს რომ თავი დავანებოთ, მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ის არის ლიდერი იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც შეუძლია, დაანგრიოს. რასაკვირველია, თავის ფიქრებს კონკრეტულ განცხადებებად თარგმნის, მაგრამ ეს ფიქრები არ უკავშირდება საქართველოს ხვალინდელ დღეს და მის სტაბილურობას. ვფიქრობ, სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, როგორც მცდელობა ჰქონდათ იმის, რომ როგორმე საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.