გიორგი ვოლსკი: მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს

“მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის, ერთკაციანი პარტიები.

„მსგავსი მოსაზრებები მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. იმედია, პარტიები და საზოგადოების ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს, მაგრამ საბოლოოდ როგორ იქნება ინტერპრეტირებული გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არ ვიცი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის, ერთკაციანი პარტიები. მრავალპარტიულობა წარმოაჩინა პოლიტიკურად დაპირისპირებული სუბიექტების. რეალურად კი, ის გააკეთა, რაც მას აინტერესებდა. ვითარება გადაძაბა და ისეთი ჩიხური მდგომარეობა შექმნა, როცა პრაქტიკულად, მოლაპარაკებებისთვის არანაირი რესურსი არ რჩება. სახელმწიფო შენობების ბლოკირება, რევოლუციური სცენარის განვითარება არ არის ახალი, ამაზე 2014 წლიდან ვსაუბრობთ. ისინი ამ მიზნით გამოიყენა და ამ მიზანს ახლა რეალიზებას კვლავ მათი დახმარებით უკეთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და მისი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გადაწონის იმ დესტრუქციას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს.

მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს. შემდეგ მის ნაცვლად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს. ეს ბარათი სააკაშვილმაც კი გამოაქვეყნა, მაგრამ შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა, ამას ვერავინ იტყვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები