სალომე ზურაბიშვილი: პომპეოს ვიზიტს მივესალმებით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება, “ტვიტერზე” ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

“მივესალმებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ვიზიტს საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისთვის”, – წერს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები