მანჩო გიორგობიანი: აქციაზე პოლიციელებმა ბევრი მოითმინეს, ანთებულ სიგარეტს ესროდნენ, აფურთხებდნენ
“აქციაზე პოლიციელებმა ბევრი მოითმინეს, მათ ანთებულ სიგარეტებს ესროდნენ, აფურთხებდნენ”, – ამის შესახებ მანჩო გიორგობიანი რამდენიმე დღის წინ ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებზე, პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე რადიო “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში აცხადებს.
მისივე თქმით, პოლიციელებს გინება არ ეკუთვნით.
“პოლიციელებმა იმდენი მოუთმინეს, ესენი ანთებულ სიგარეტებს ესროდნენ, აფურთხებდნენ. ერთი უნდა ვთქვა, გული ამერია, ბანკში რომ ბიჭი პოლიციამ გამოიყვანა, ერთ-ერთი მძევალი, დგას და დედას აგინებს პოლიციას, მეგრელი ბიჭი რომ იყო. კარგი, რა, ოხერო, მოხვედი აქციაზე, დედას მაინც ნუ აგინებ პოლიციელებს. დადექი, იპროტესტე, მაგრამ დედას ასე როგორ აგინებ, არაკაცები. გინება ნამდვილად არ ეკუთვნით”, – აცხადებს გიორგობიანი.