კახა კუჭავა: ამ კანონპროექტის შედეგად ვიღებთ ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალ დახმარებას, რომელიც ადრე მსგავს ნიშნულზე არასდროს ყოფილა
„ჩვენს ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არსებული ურთიერთობა, დღეს სენატის კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურდა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებით, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე, თუ გავითვალისწინებთ დახლოებით 50 მილიონით არის გაზრდილი”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კუჭავას თქმით, ამ კანონპროექტის შედეგად, ვიღებთ ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალ დახმარებას.
„ძალიან საინტერესოა, ახლა, ასეთი შედეგების შემდეგ რა პასუხებს გასცემდნენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე თვის წინ ძალიან ხმამაღლა და სიამაყით აცხადებდნენ, რომ საქართველოს სანქციები დაუწესესო. ტყუილი, რომელიც მაშინაც ვთქვით, რომ არ შეიძლება დაჯერებული ყოფილიყო, რადგან ეს არის ძალიან გრძელი პროცესი და დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ სენატის მიერ წადგენილი კანონპროექტი და კომიტეტის მიერ დამტკიებული საბოლოო ვერსია, სადაც საერთოდ ხსენება არ არის არანაირ შეზღუდვაზე 15 პროცენტთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე სპეკულაციის საგანი გახდა და ჩვენ ამ კანონპროექტის შედეგად ვიღებთ ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალ დახმარებას, რომელიც ადრე მგავს ნიშნულზე არ ყოფილა არასდროს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.