კახა კუჭავა: იმედია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები გადაწყვეტილებას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ და რუსეთის გავლენა ნაკლები იქნება

“არ მჯერა და, ალბათ, თავად რუსეთსაც არ სჯერა თავისი სამშვიდობო ძალების”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, კახა კუჭავამ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კუჭავას თქმით, რუსეთი ე.წ. სამშვიდობო ძალებს ათავსებს იქ, სადაც სურვილი აქვს, რომ გავლენა ჰქონდეს.

„არ მჯერა და,ბალბათ, თავად რუსეთსაც არ სჯერა თავისი სამშვიდობო ძალების. ისინი ჩამოდიან და ე.წ. სამშვიდობო ძალებს განათავსებენ იქ, სადაც სურვილი აქვთ, რომ გავლენა ჰქონდეთ. ეს რეგიონისთვის არასასიამოვნოა. ამ თემაზე სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები გადაწყვეტილებას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ და რუსეთის გავლენა ნაკლები იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები