კახა კუჭავა: მოლაპარაკებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

“ქართული ოცნების” წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის მზაობას გამოთქვამს.

კუჭავას თქმით, მოლაპარაკებები არსებულ ვითარებაში საუკეთესო საშუალებაა.

“ჩვენ არასდროს  დაგვიმალავს და გვითქვამს, რომ მოლაპარაკებები არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, სადაც არსებობს საშუალება, გავუზიაროთ ერთმანეთს პრეტენზიები, თუ გარკვეული გამოსავლის პოვნის საშუალება. ის, რომ ფასილიტაცია, როგორც გავიგეთ, შეიძლება – გააკეთონ ელჩებმა, კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს იმას, რომ იქნება კონსტრუქციულ რეჟიმში. ამის იმედი გვაქვს, თუმცა, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მზაობა არის და ეს ოფიციალურადაც განვაცხადეთ”, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები