არჩილ თალაკვაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასდროს გაუმარჯვია

“ნაციონალურ მოძრაობის’ გენეტიკური კოდი არის არეულობა, დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ  ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობა,, მედიის კონტროლით რჩებოდა ხელისუფლებაში.

„შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, წარმოდგენილ პარტიებს შორის არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში არასდროს გაუმარჯვია.

ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავის დროზე დესტაბილიზაციით მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ გააყალბა ერთი არჩევნები და ტერორით, ადამიანების უფლებების დარღვევითა და მედიის კონტროლით რჩებოდა ხელისუფლებაში მანამ, სანამ საზოგადოებამ არ გაისტუმრა ,,ქართული ოცნებისა,, და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით პოლიტიკიდან.

მათ არ აქვთ გამოცდილება, რომ დემოკრატიული გზით იყვნენ ხელისუფლებაში. მათი გენეტიკური კოდი არის არეულობა, დესტაბილიზაცია. ისინი დღესაც ცდილობენ, დააბრუნონ ქვეყანა წარსულში“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებით აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები