„მოვუწოდებ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, არ აჰყვნენ სააკაშვილისა და ალასანიას ავანტიურისტულ წამოწყებებს“, – ნიკოლოზ მეტრეველი

“იმედი მაქვს, ოპოზიციაში ვინმე გამოჩნდება საღად, რაციონალურად მოაზროვნე და „ნაციონალურ მოძრაობას“ საფლავში არ ჩაჰყვება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

„მინდა, მოვუწოდო იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, დიდი იმედი მაქვს, არ აჰყვებიან სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ავანტიურისტულ წამოწყებებს და მოახერხებენ, გამონახავენ კონსტრუქციულ გზებს, პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩევლებს.
მივესალმები დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც დიალოგისთვის გარკვეული მზაობა გამოთქვა. ცალსახად, ხელისუფლების შეთავაზება, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, ბუნებრივია, მისასალმებელია. „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ ველოდები რაიმე კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მაგრამ, დანარჩენი ოპოზიციაში იმედი მაქვს, რომ ვინმე გამოჩნდება საღად, რაციონალურად მოაზროვნე და არ ჩაჰყვება საფლავში „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ალასანიას“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები