სომხეთში არეულობაა – ხალხი პარლამენტში შეიჭრა, ფაშინიანს ორ საათს აძლევენ სამმხრივი შეთანხმების დერატიფიცირებისთვის

სომხეთის ოპოზიციური პარტიები მმართველ ბლოკის – “ჩემი ნაბიჯის”დეპუტატებს მიმართავენ, რომ 12:00 საათამდე გამოცხადდნენ პარლამენტში და ცივილური გზით დაიწყონ გუშინ გაფორმებული, ყარაბაღთან დაკაშირებული სამმხრივი შეთანხმების დერატიფიცირება.

როგორც “არაბო”-ს ხელმძღვანელმა, მანველ ეგიაზარიანმა განაცხადა, ყველა იმ დეპუტატის უსაფრთხოება, ვინც პარლამენტში გამოცხადდება  გარანტირებული იქნება, წინააღმდეგ შეთხვევაში, ყველა მათგანს იპოვიან, აფრიკაშიც რომ გაიქცნენ და პასუხს აგებინებენ.

“მოდით და თქვენი საქმე გააკეთეთ. არაფერი მოგივათ”, – აღნიშნა მან.

მანამდე პარტია “აყვავებულ სომხეთში” განაცხადს, რომ ოპოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების დერატიფიცირების პროექტს ამზადებს. თუმცა, კვორუმისთვის მას კიდევ 20-ზე მეტი ხმა სჭირდება, რომ მოხდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ, ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 5 წლის ვადით “სამშვიდობო კონტინგენტს” განათავსებს, 5-წლიანი გახანგრძლივების დათქმით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები