მიხეილ სააკაშვილი: სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების
„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილს სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ლაივ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ არ გვინდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დამონების პროექტი საბოლოოდ განხორციელდეს, ქართველი ხალხი ერთიანი და მომთმენი უნდა იყოს, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირა რთული იქნება.
„ ვინაა ივანიშვილი? ერთი ქონდრის კაცია. თქვენ ხართ ხალხი, ირწმუნეთ საკუთარი ძალის. ქონდრის კაცს უბრალოდ გვერდზე გაწევა უნდა. ახლაა ეს ხაზი, რომლის უკან დასახევი არ გვაქვს. ან გამარჯვება, ან ჩვენი მომავლის განადგურება. თქვენ საარჩევნო უბნებზე მიხვედით და არჩევნები მოიგეთ, მე ამას, როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერი, ისე ვამბობ, მაგრამ მერე მაგან დაწერა და ეს დაწერილი უნდა წამოვიღოთ და თავზე გადავახიოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.