გიგი უგულავა: მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას იმიტომ, რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება

“მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას იმიტომ, რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება. ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შერჩეული ჰყავთ სამართლებრივი გუნდი, რომელიც მოქალაქეების მიმართ სავარაუდოდ გამოწერილ ჯარიმებს სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ხელახალი არჩევნები თუ არ იქნება, იქნება ბოიკოტი და აქციები. თუ ჩვენ მხნეობა და გამძლეობა გვექნება, მოვიგებთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს. ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი. ერთ და ორ დღეში რეჟიმები ასე არ იქცევიან. ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ არჩევნებზე და შანტაჟის ენა გვესმის. ჩვენ ვიძახით, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ და ისინი გვეუბნებიან, რომ კოვიდი შეგჭამთ. არანაირი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არ აქვს “კომენდანტის სააათს”. 10 საათის მერეც იგივე საფრთხეა. ეს არის იმისთვის, რომ აქციებზე არ იაროს ხალხმა, ანუ რას გვეუბნებიან თქვენი პროტესტის გამო კიდევ უფრო გაგაღარიბებთო, კიდევ უფრო ჩიხში შევიყვანთ ეკონომიკასო. ესენი გვეუბნებიან, რომ ვარ წამსვლელი ყველაფერზეო, რომ ქვეყანას დედა უტირონ და შენ გაჩერდი, თორემ დედას ვუტირებ. მე რომ გავჩერდე, დედას ისედაც უტირებენ, იმიტომ რომ აქეთ მიყავთ ყველაფერი. ერთადერთი გამოსავალი არის ავიმაღლოთ ხმა. გამძლეობა და მხნეობა დაგვჭირდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი არ ადარდებს.

„რა კომენდანტის საათზე ლაპარაკობთ?! გვეუბნებიან, 22:00 საათის მერე რესტორნებში ხალხი ქეიფობს და სახლში უნდა წავიდნენო. შეხედეთ რესტორნები დაკეტილია, ფული აღარავის აღარ აქვს. გააუბედურეს მთელი ქვეყანა და მეტი არაფერი არ ადარდებთ, გარდა ერთისა თავად იყვნენ კარგად. ამას ბუნებრივია, არავინ არ მიიღებს. აქ რომ მოდის ადამიანი, იმას უკვე უჭირს და რაც უფრო მეტად გაუსწორებს ამას ხელისუფლება თვალს, მით უფრო ნაკლებად დაგვჭირდება აქ დგომა“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები