პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იშლება

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იშლება. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა.

“გვინდა რომ ენერგია შემოგანახინოთ, გვინდა, რომ იყოთ შემართებით, მხნედ, მათ შორის შაბათი დღისთვის, ამიტომ ვერცერთს ვერ დაგავალდებულებთ აქ დარჩეთ. მე ბუნებრივია, მეგობრებთან ერთად ვრჩები. ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბებიები, ბაბუები და უფროსი ასაკის ადამიანები დარჩნენ. სწორად გამიგეთ, მაგრამ მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟიმმა გონივრულები და პრაგმატულები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა მელიამ.

ასევე, ნიკა მელიამ ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია შაბათს, 15:00 საათზე დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მათი მთავარი მოთხოვნა, ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები