ნიკა მელია: უკან დახევას არავინ აპირებს, შაბათს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირი უნდა გადაივსოს

“უკან დახევას არავინ აპირებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მელიამ მოქალაქეებს, შაბათს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

“უკან დახევას არავინ აპირებს. გამოდიან კობახიძე, კალაძე და საუბრობენ მელია კრიმინალია, მელია დასაჭერია, პატივია რომ თქვენს მოწინააღმდეგედ მთვლით, ე.ი. გეშინიათ, თქვენი ციხის და სასჯელის არავის არ ეშინია. ბრძოლა არ შენელდება. უამრავი აქცია გაიმართება ყოველდღე სხვადასხვა ადგილას. რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ დაინახოს რამდენი ვართ, შაბათს სამ საათზე ეს გამზირი უნდა გადაივსოს”, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები