ალეკო ელისაშვილი: უსინდისო ვიყო, მე, ნიკა მელია და რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, სისხლი დაიღვრებოდა(ვიდეო)

“ამ ღარიბ, ამ ღატაკ, ამ გასაცოდავებულ ქვეყანას, რომელიც კორონას გამო კიდევ უფრო გაღარიბდა, ასეთ ქვეყანას კიდევ ასეთი პოლიტიკური კრიზისი უნდა?! “,- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“მთელი ღამე არ ვიქნები, მთავარია, რომ 10-ის მერე ვიყო და არა დილის შვიდ საათამდე. ამ ღარიბ, ამ ღატაკ, ამ გასაცოდავებულ ქვეყანას, რომელიც კორონას გამო კიდევ უფრო გაღარიბდა, ასეთ ქვეყანას კიდევ ასეთი პოლიტიკური კრიზისი უნდა?! კიდევ ასეთი ჯანჯღარი უნდა?! ნამუსი არ აქვთ იმ ხალხს ხელისუფლებაში?! თამარ ჟვანიას ნამუსი არ აქვს?! შეიძლება ასე ჩაბღაუჭებული იყო ამ ყველაფერს? შეიძლება ისეთი განცხადება გაავრცელო, ცესკომ რომ გაავრცელა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ბიჭო გაერო ხარ შე დალოცვილო, ეუთო ხარ?! ვინა ხარ, რა მოლაპარაკება. ცესკოს ხელფასს ვუხდით, უზარმაზარ ფულს ვიხდით იმაში, რომ არჩევნები ჩაატაროს და ხმები დაითვალოს. გუშინ მოლაპარაკებას ვითარების განმუხტვისთვის ვითხოვდით იქ, ისეთი ამბები ხდებოდა.

უსინდისო ვიყო, მე, ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, ძალიან დიდი სისხლი დაიღვრებოდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები