სააკაშვილი – სამართალდამცველებზე: ყველას სახელები ვიცით, მისამართებზე უნდა მივაკითხოთ

“ყველგან უნდა გავუხსნათ ფრონტი, ყველგან უნდა გამოვფიტოთ, დავღალოთ, შევარცხვინოთ თითოეული ჩაფხუტის უკან დამალული, ოჯახის წევრებს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რაზეა საუბარი”​, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი სამართალდამცველებზე ამბობს, ყველას სახელი და გვარი და მისამართები უნდა გამოქვეყნდეს.

“ძალიან მაგარია ერთიანობა ამ ოპოზიციით. პრაქტიკულად, მე ყველას გამოსვლას დღეს მოვაწერდი ხელს, ყველას ესმის, რაზეც ვლაპარაკობთ. გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი. დავღალოთ, დავღალოთ. ძალიან სუსტები არიან. ერთ ადგილას კონცენტრაცია. მათ შეუძლიათ, მორეკავენ ამ კოსმონავტებს, მაგრამ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ. ერთ ადგილზე რატომ უნდა შევეტაკოთ. ყველგან უნდა გავუხსნათ ფრონტი, ყველგან უნდა გამოვფიტოთ, დავღალოთ, გავარცხვინოთ თითოეული ჩაფხუტის უკან დამალული, ოჯახის წევრებს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რაზეა საუბარი. ავუხსნათ, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. რომელიმე პარტია კი არ არის, ქვეყანა იკარგება. საქართველო იკარგება და მათი სახელები არ უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც საქართველოს დამსამარებელი სახელები, ამიტომ, ყველას სახელი და გვარი უნდა გამოქვეყნდეს, მათი მისამართები, მათ ოჯახებზე უნდა გავიდეთ, ველაპარაკოთ, გამოვფიტოთ ყველანაირად, ყველა მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ცესკო-სთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები