ამირან გამყრელიძე: დღეს და ხვალ 600-700 საწოლი მობილიზდება

„ქვეყანაში დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს და ხვალ 600-700 საწოლი მობილიზდება.

„დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი საქართველოს მასშტაბით და დაკავებული იყო 4500. ზოგადად, კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს 8000-მდე საწოლის ქვეყანაში. დღეს და ხვალ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლი  მობილიზდება. ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, მესმის, რომ რიგია, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, ამიტომ შემოვიდა ბინაზე დატოვების კრიტერიუმები და შემდგომ შემოვიდა შუალედური კოვიდსასტუმროები, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საავადმყოფოებზე ზეწოლა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები