ამირან გამყრელიძე: დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ

“ჩვენ ვართ პანდემიის პერიოდში – ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ”, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა, ბალანსი დაცული უნდა იყოს.

„მოგეხსენებათ, რომ გამოხატვის თავისუფლება  არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ავუკრძალავთ და არ აუკრძალავთ, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იქნეს ის ყველა პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები