ოპოზიციის ლიდერები ცესკო-სთან შეკრებილ ხალხს დაშლისკენ მოუწოდებენ
როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერები, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ვითარების დაწყნარებას, ხალხის გამორიდებას”, – ამის შესახებ ცესკო-ს შენობასთან პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ტერიტორიაზე შეკრებილი ოპოზიციის დანარჩენი ლიდერების სახელით განაცხადა.
“ისინი რომ დაუნდობლები და უღმერთოები არიან, ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ დაიცვან ჟვანია, ხმების ქურდი და ნაქურდალი ხმები – ეს დავინახეთ. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს, გვინდა ხალხი გამოვარიდოთ. სად გამოვიდნენ სპეცრაზმელები ხედავთ, ურტყამენ ხალხს. გვინდა, რომ ყველას მოვუწოდოთ ნელ -ნელ იქნებ ეს პერიმეტრი გავათავისუფლოთ”, – თქვა ელისაშვილმა.
ნიკა მელიამ კი,ხალხს შეკრებისკენ ხვალ, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე მოუწოდა.