“ლელო“: კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებას
“ლელო“ კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან”, – ამის შესახებ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ლელო” კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან. ხელისუფლების და მმართველი ძალის ანალოგიური ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელი დააფაროს გამყალბებლებს და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ქურდებს. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვდნენ, ძალის გამოყენება დაუშვებელია და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პირველივე წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპროპორციულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. წყლის ჭავლის და სავარაუდოდ გაზის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია. ეს ყველაფერი ხელისუფლების ისტერიაზე და პანიკურ ქმედებებზე მიუთითებს. მოვუწოდებთ ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცესკო-სთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ხალხმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის გარღვევა სცადა.