“ლელო” მსვლელობით მასშტაბურ აქციას უერთდება
ამ წუთებში „ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც “ლელო” და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, მოსახლეობას მშვიდობიან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები შევიკრიბეთ ზაარბრიუკენის მოედანზე და მსვლელობით ერთად დავიძრებით აქციაზე, პარლამენტის წინ. ჩვენ იქ შევუერთდებით საერთო ოპოზიციურ აქციას და ერთად გავაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას. ყველას მოვუწოდებ მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ”,- განაცხადა ბუაძემ.