ავსტრიაში მცხოვრები ქართველი: სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხება თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში

“მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და იაზვობას, მორჩით ჯიუტობას, იყავით კანონმორჩილები, მიჰყევით რჩევებს და რეგულაციებს და იყავით მადლიერები იმისა, რაც საქართველოში ჩვენი და სხვა მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაკეთდა და კეთდება, 3 მილიონ საწოლს ვერ დადგამენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ აქცევენ, ეცით პატივი ერთმანეთს და თქვენს გვერდით მდგომს, დაიცავით რეგულაციები, მორჩით ტუსოვკებზე და რესტორნებში წანწალს”, – ამის შესახებ ავსტრიაში მცხოვრები, ნინო გურჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გურჯიშვილი აღნიშნავს, ავსტრიაში კოვიდ ვითარების მართვასთან დაკავშირებით გაცილებით რთული ვითარებაა.

„ავსტრიაში ვარ და გიყვებით რეალურ, აქაურ მდგომარეობას ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით. სრული დაზღვევის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა სიმპტომით, რეკავს ქოლცენტრში ტესტის ჩასატარებლად, პასუხობენ, რომ დაუკავშირდებიან, ცოტახანში რეკავენ და მეორე დღეს იბარებენ წითელი ჯვრის (ქუჩაში დგას კარავი) პუნქტში , მანქანიდან გადაუსვლელად აგიღებენ ნაცხს, გაყინავენ და მიაქვთ 40კმ დაშორებით სხვა ლაბორატორიაში. პასუხი იქნება 4 დღეში თუ შაბათი-კვირა არ გამოეჩხირა, ანუ 6 დღე შეიძლება იყო დაავადებული პასუხის მოლოდინში, შეგიძლია კერძო ტესტი გაიკეთო 120 ევროდ, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. და ისიც 2დღეში იქნება, სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკურნალობას არ გინიშნავს, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხება ხარ თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში, ჰოსპიტალში რა ხდება არ ვიცი“, – წერს ნინო გურჯიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები