ედმონდ აბაშიძე – მინაშვილი: როცა საქართველოში სამი ათასამდე დაინფიცირებული გვყავს, დესტრუქციული ძალა, ქალაქის ცენტრში კრებს მოქალაქეებს, სწირავენ და იმეტებენ ავადმყოფობისთვის, ვერავინ დამაჯერებს რომ ამას გამიზნულად არ აკეთებენ

“მაშინ, როცა საქართველოში დღეში სამი ათასამდე დაინფიცირებული გვყავს, ეს დესტრუქციული ძალა, ქალაქის ცენტრში კრებს მოქალაქეებს, ხალხს სწირავენ და იმეტებენ ავადმყოფობისთვის, ვერავინ დამაჯერებს რომ ამას გამიზნულად არ აკეთებენ”,- ამის შესახებ პროდიუსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებული პროვოკატორები, ვითომ და ძალიან ადარდებთ ამ საბრალო ქვეყნის ბედი და იღბალი, ღამე არ სძინავთ ხალხზე დარდით და ფიქრით, ეს აფერისტი დემაგოგები, ერთი სული აქვთ როგორმე მობრუნდნენ ხელისუფლებაში, ერთი სული აქვთ როდის აიყვანენ საქართველოს სახრჩობელაზე.

,,რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მიერ დამონებული ერთ პროცენტიანი პარტიები დღეს კადრულობს, ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა! მაშინ როცა დედამიწა ებრძვის უხილავ მტერს! მაშინ როცა დაკეტილია ევროპის ქვეყნები! მაშინ როცა საქართველოში დღეში სამი ათასამდე დაინფიცირებული გვყავს! მაშინ როცა დღეში 20/30 გარდაცვლილი გვყავს! მაშინ როცა საავადმყოფოები გადავსებულია და ჩვენს გმირ ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს 24/7 -ზე უწევთ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, როგორმე გაუმკლავდნენ ამ ვითარებას და ამ დროს, ეს დესტრუქციული ძალა, ქალაქის ცენტრში კრებს მოქალაქეებს, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ამ საცოდავ ხალხს სწირავენ და იმეტებენ ავადმყოფობისთვის, ვერავინ დამაჯერებს რომ ამას გამიზნულად არ აკეთებენ, ცხადზე ცხადია რომ ეს პირდაპირ ემსახურება ერთი კაცის და ერთი პოლიტიკური ძალის მზაკვრულ გეგმებს, ხალხის ჯანმრთელობა ამ უჯიშოებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ, საკუთარი ოჯახის წევრები, ცოლები, შვილები და შვილიშვილები გადამალული ჰყავთ აგარაკებზე, ეს საბრალო ადამიანები 50 ლარად ჩამოჰყავთ რეგიონებიდან და მათ უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობს, ოღონდ თავისი გაისწორონ და მათი ბედი არცერთს არ აინტერესებს, იმიტომ რომ, მათი იდეოლოგიაა ასეთი: “ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ ქვეყანასო”. თათბირობენ თუ როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ არიონ და აწეწონ ვითარება, პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებული პროვოკატორები, ვითომ და ძალიან ადარდებთ ამ საბრალო ქვეყნის ბედი და იღბალი, ღამე არ სძინავთ ხალხზე დარდით და ფიქრით, ეს აფერისტი დემაგოგები, ერთი სული აქვთ როგორმე მობრუნდნენ ხელისუფლებაში, ერთი სული აქვთ როდის აიყვანენ საქართველოს სახრჩობელაზე! მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვერ ეღირსებით, ხალხი ბრძენია და და ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის! ფრთხილად, ფრთხილად საქართველოსთან! კაკებეს მემკვიდრეებო”,- წერს ედმონდ აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები