ბექა დავითულიანი – გვაქვს ინფორმაცია, რომ  თედო გობეჯიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირები  კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი, ბექა დავითულიანი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.

მისი თქმით, თედო  გობეჯიშვილთან მისული იყვნენ  „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირები  და სთხოვდნენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებას.

„გვაქვს ინფორმაცია, ამას სჭირდება გამოძიება და დადასტურება, რომ იმ ღამეს, როდესაც მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა, ბატონ თედოსთან მისული იყვნენ  „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირები  და სთხოვდნენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებას. იმ შემთხვევაში, თუ ის არ დათანხმდებოდა, მას და მის ოჯახს რეპრესიებით  ემუქრებოდნენ” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბექა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ.

„პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის ოჯახს. არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გამეტებად. არ მინდა ვინმეს წინასწარ რამეში ბრალი დავდო, თუმცა ფაქტია, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა და იმედი მაქვს ყველა უფრო მეტი თანაგრძნობით და პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ქმედებებს , რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში.

გვაქვს ინფორმაცია, ამას სჭირდება გამოძიება და დადასტურება, რომ იმ ღამეს, როდესაც  ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა ბატონი თედო, მასთან იყვნენ მისული ” ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირები  და სთხოვდნენ კონკრეტული  განცხადებების გაკეთებას და ასევე ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს რეპრესიებით, თუ ის არ დათანხმდებოდა” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები