პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებულ წესს დაარღვევს 2,000 ლარით დაჯარიმდება
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების ფარგლებში, რომელიც 9 ნოემბრიდან შევა ძალაში, კონკრეტული სანქციები გატარდება.
მინისტრის თქმით, პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებულ წესს დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული უკვე კანონმდებლობით, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. რომლის დარღვევისთვის კერძო პირი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.