ამირან გამყრელიძე: შევდივართ პიკში, პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება
შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრილეძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემია ჯერ კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება.
„ინფიცირების შემთხვევების ტემპი ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპის რეგიონში მზარდია.
შესაძლებელია, დადგეს პრობლემა, თუ ჩვენ სწორად არ მოვიქცევით, მაშინ ნოემბერ, დეკემბერ, იანვარ, თებერვალში, ეს შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ თუ ჩვენ ყველა 95 პროცენტამდე ავიყვანთ ნიღბის ტარების მაჩვენებელს, მაშინ შეიძლება, დამატებით დაახლოებით 266 000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ მხოლოდ ევროპაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძმ
ასევე მისი თქმით, გვექნება შემთხვვების ზრდაც.
„შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება. გვექნება შემთხვვების ზრდაც. ამიტომ ყველა მათგანისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებებია – პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა“,- განაცხადა გამყრელიძემ.