მაია ნიკოლეიშვილი: პოლიციელზე ხელის ,,შეჩვევა”, პოლიციელზე ხელის აწევა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაისაჯოს
“არ არსებობს იმუნიტეტი, რომელიც დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის უფლებას აძლევს, მით უმეტეს, თუ ეს დანაშაული კამერების წინ ხდება, ვიდეომტკიცებულებით”, – ამის შესახებ ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაისაჯოს, რადგან ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელი სახელმწიფოა.
,,პოლიციელზე ხელის ,,შეჩვევა”, პოლიციელზე ხელის აწევა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაისაჯოს! პოლიციელი სახელმწიფოა! პოლიციელი სახელმწიფოა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში: აშშ-ში არავინ აპატიებს ნებისმიერ პირს, თუნდაც, კონგრესმენი იყოს, პოლიციელის დაუმორჩილებლობას, მით უმეტეს, ხელის აწევას მასზე! ამას ახალგაზრდები და კრიმინალები უყურებენ!
არ არსებობს იმუნიტეტი, რომელიც დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის უფლებას აძლევს! მით უმეტეს, ეს დანაშაული კამერების წინ ხდება, ვიდეომტკიცებულებით!
ხელისუფლებავ, 1 000 000-მა ადამიანმა ნდობა გამოგიცხადათ, მეც, მათ შორის. გამოცხადებული ნდობის უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში სტაბულურობის სურვილია. გთხოვთ, ი მ ო ქ მ ე დ ე თ და დაიცავით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მიუჩინეთ ადგილი პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ კრიმინალებს, მოიყვანეთ კანონი მოქმედებაში!
დღეს საქართველოსთვის გადაუდებლად, სასიცოცხლო ჩვენებით, აუცილებელია ორი “ლოკდაუნი”:
1. მავნებელი კრიმინალების “ლოკდაუნი” და კანონით დასჯა!
2. თუნდაც ნაწილობრივი “ლოკდაუნი” – ჭარბი მობილობის შეზღუდვა საქართველოს გონიერი და ასევე, უგუნური მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად”, – წერს მაია ნიკოლეიშვილი.