ამირან გამყრელიძე: მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება უმთავრესია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისი თქმით, ადამიანების უფლებებიდან უმთავრესია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს.

“მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ თხოვნაა და მოწოდება თითოეული ადამიანისადმი ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული – ადამიანების უფლებებიდან უმთავრესია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ამას ყველამ გავუწიოთ ანგარიში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები