“ნაცმოძრაობის” კლასტერი, კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, საშიშია” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ ოპოზიციის ქმედებებსა და მათ კოვიდ ინფექციის გავრცელების საშიშროებაზე ისაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, “ნაცმოძრაობის” კლასტერი ძალიან საშიშია.

„ნაციონალური მოძრაობის” კლასტერი, კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ძალიან საშიშია. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები და მე ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული.
ჩვენ ვნახეთ ბათუმში აქცია, ასევე, საოლქო კომისიებთან შეკრებილი უნიღბოდ მათი მხარდამჭერები, რომელებიც დესტრუქციის მოწყობას ცდილობდნენ, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის თემა, როდესაც პოილიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ. ამ საკითხში ყველა უნდა ვიყოთ ერთიანები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მხარდამჭერია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, მისი თქმით, ქვეყანაში სრულიად დაცულია გამოხატვის თავისუფლება და ოპოზიციას აქციის გამართვაში ხელს არავინ უშლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები