ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობით შეფარდებითი მაჩვენებელი მაღალი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობით შეფარდებითი მაჩვენებელი მაღალი არ არის.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა კორონავირუსის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

“ჯერჯერობით, გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობით შეფარდებითი მაჩვენებელი მაღალი არ არის. მაგრამ თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა ოჯახისთვის. ეს მაჩვენებელი გაიზრდება. გაიზრდება ინფიცირებულებთან მიმართებით, ამიტომ, თითოეული დამატებული ახალი ინფექცია არის რისკი გართულების, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში და იმ ადამიანებში ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ამიტომ, ფრთხილად ვიყოთ, დიდი თავშეყრები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია ინფექციის შემდგომი გავრცელების”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები