მაია ცქიტიშვილი: არჩევნების მეორე ტური გველოდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს საარჩევნო პროცესი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე
“ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე, გველოდება მეორე ტური და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს საარჩევნო პროცესი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
“ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად ვიცავთ რეკომენდაციებს. ეს პასუხისმგებლობა აკისრია ყველას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ არასდროს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება, საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი. ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე, გველოდება მეორე ტური და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს საარჩევნო პროცესი ჩვენ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, პარტიამ, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა მაშინ, როდესაც გამოხატავენ პროტესტს, დაიცვან რეკომენდაციები, საჭიროა მხოლოდ პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა”, – განაცხადა მინისტრმა.